27/06/2022
12:37
მსოფლიო
„თუ უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, გამარჯვების საშუალება მიეცემა, შეიქმნება სახიფათო პრეცედენტი, რაც მსოფლიოს „აბსოლუტურად კატასტროფულ“ შედეგებს მოუტანს,“ - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კვირას CNN-თან მიცემულ ინტერვიუში.
ჯონსონმა ამერიკელებს, ბრიტანელებს და დასავლეთის სხვა ქვეყნებს მოსკოვის დასჯისკენ კვლავ მოუწოდა მიუხედავად იმისა, რომ ომმა ნავთობის გლობალურ ფასებზე გავლენა მოახდინა.
”მე უბრალოდ ვეტყოდი ამერიკლებს, რომ ეს არის ის, რასაც ამერიკა ისტორიულად აკეთებს და უნდა გააკეთოს კიდეც. ეს არის წინსვლა მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.
თუ პუტინს მივცემთ ანექსიის საშუალებას და ის დაიპყრობს თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილებს, რის გაკეთებასაც ის რეალურად აპირებს... მაშინ შედეგები მსოფლიოსთვის აბსოლუტურად კატასტროფული იქნება. საბოლოო ჯამში, ეს დამღუპველია არა მხოლოდ დემოკრატიისა და ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის, არამედ ეკონომიკური სტაბილურობისთვის. უკრაინის დასაცავად დასავლეთის ქვეყნების მიერ გაღებული ხარჯები - მათ შორის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული მილიარდობით დოლარის დახმარება - არის ის, ფასი, რომელიც ღირს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის", - თქვა ჯონსონმა.
ბორის ჯონსონი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერების სამიტს უერთდება, რომელიც გერმანიაში, ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში გაიხსნა. მიმდინარე კვირაში მოლაპარაკებები გაიმართება, რომლებიც ორიენტირებულია უკრაინის კონფლიქტზე. მოსალოდნელია, რომ ლიდერები განიხილავენ მოსკოვის დასჯის ახალ მეთოდებს, მათ შორის რუსეთიდან ოქროს ახალი იმპორტის აკრძალვას, რომლის შესახებაც კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააჟღერა. თუმცა, სამიტზე არ არის დამოკიდებული დასავლეთს შესაძლებლობები - ძალაში დატოვოს პუტინის დასჯის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე.
0
0