უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 347-მდე გაიზარდა
07/07/2022
11:06
მსოფლიო
A-
+A
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 347 ბავშვია დაღუპული, 646-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში -347, ხარკოვის ოლქში - 186, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 61, ნიკოლაევის ოლქში - 53, ხერსონის ოლქში - 52, ზაპოროჟიეს ოლქში - 31.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 108 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 215 სრულად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
0
0
293
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%