15/11/2022
21:28
სამხედრო
უკრაინაში ომის ფონზე, ჩვენს პარტნიორ საქართველოსთან მუშაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს დაგეგმილია ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომელზეც უკრაინისადმი სამომავლო მხარდაჭერის შესახებ იმსჯელებენ.
„მინისტერიალზე განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე განვიხილავთ ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხს. ასევე შევხვდებით პარტნიორებს, საქართველო კი, არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი გზავნილი ბუქარესტში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე“, – განაცხადა ნატო-ს გენმდივანმა.
0
0