22/01/2025
12:30
მსოფლიო
რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება, თუ პუტინი გარიგებას არ დადებს - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით განაცხადა: „მან [პუტინმა] უნდა დადოს გარიგება. მე ვფიქრობ, რომ, სხვა შემთხვევაში, ის ომის შედეგად რუსეთს ეკონომიკურად გაანადგურებს. რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება. გადახედეთ მათ ეკონომიკას, ინფლაციას - რუსეთში ფასების 10%-მდე მატებაა.
მასთან ვმეგობრობდი. ვიმედოვნებ, რომ პუტინს გარიგების დადება სურს. ის ვერ იქნება აღფრთოვანებული მოსკოვის მსხვერპლის შემაძრწუნებელი მაჩვენებლებით. პუტინს ძალიან მალე შევხვდები, ამჟამად, დეტალებზე ვმუშაობთ. ხომ ვამბობდი, რომ ომს 24 საათში დავასრულებდი - კიდევ ნახევარი დღე დამრჩა - ეს ხუმრობით, თუმცა უკრაინა-რუსეთის ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო,’’ - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 200 მილიარდი დოლარით მეტით აფინანსებს, ვიდრე ევროპა.
,,რა სისულელეა. სინამდვილეში, [ეს ომი] ევროპაზე უფრო მეტად მოქმედებს, ჩვენს შორის კი ოკეანეა,’’ - დასძინა ტრამპმა.
0
0