28/10/2024
14:48
მსოფლიო
უკრაინაში ომის დასრულებისთვის ბევრი რამ არის აშშ-ის პოლიტიკაზე დამოკიდებული, მაგრამ ყველაფერი არა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესნკიმ ინდურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა შეერთებულ შტატებში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა, ზელესნკიმ უპასუხა: „ბევრი რამ არის დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე. მეჩვენება, რომ ეს არ არის ძალიან ღრმა ანალიზი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი შეერთებული შტატების არჩევნებზეა დამოკიდებული. ბევრი, მაგრამ არა ყველა”.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებისას უკრაინელი ერი გადარჩა ისეთ პირობებში, როდესაც მას არ ჰქონდა მისი მოკავშირეების, მათ შორის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. ზელენსკის თქმით, თავდაპირველად უკრაინული საზოგადოების ერთიანობამ და ძლიერებამ მოიგერია რუსული თავდასხმა.
„დიახ, ამან შეაჩერა ისინი. მაგრამ ჩვენ მხოლოდ საკუთარი ძალებით და საკუთარი იარაღით დეოკუპაციას ვერ შევძლებდით. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა ადამიანური დანაკარგების მხრივ. ამიტომ, ჩვენ მადლობელი ვართ ყველა მოკავშირის დახმარებისთვის. მაგრამ ყველაფერი არ არის დამოკიდებული აშშ-ის არჩევნებზე. ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება პრეზიდენტი. მაგრამ, რა თქმა უნდა, უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერა დარჩება და ნებისმიერ შემთხვევაში, შეერთებული შტატების კონგრესს, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ და განვავითარეთ ძლიერი ურთიერთობები, ექნება თავისი პირადი გავლენა ამ ომზე. მიუხედავად იმისა, ვინ იქნება პრეზიდენტი. თუმცა, პრეზიდენტი მაინც აყალიბებს საერთაშორისო პოლიტიკას, რადგან ეს მისი კონსტიტუციური მოვალეობაა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ინდოეთის პრემიერ მინისტრს, ნარენდრა მოდის შეუძლია, გავლენა მოახდინოს ომის დასრულებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთის ეკონომიკის ბლოკირება, იაფი ენერგორესურსების ბლოკირება, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რუსეთის ფედერაციასთან მუშაობის ბლოკირება გამოიწვევს რუსეთის ბრძოლისუნარიანობის შემცირებას.
0
0