19/11/2024
23:25
მსოფლიო
უკრაინას იარაღზე მეტად მობილიზაცია სჭირდება, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
როგორც სალივანმა PBS News-თან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ უკრაინას დიდი რაოდენობით თანამედროვე სამხედრო ტექნიკას აწვდის, ბრძოლის ველზე მაინც რთული მდგომარეობაა.
სალივანის განცხადებით, იარაღის მიწოდებასა და ბრძოლის ველზე არსებულ შედეგებს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. მისივე თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი მობილიზაცია და ადამიანური რესურსია.
„ვნახეთ თუ არა მნიშვნელოვანი განსხვავება ბრძოლის ველზე მას შემდეგ, რაც უკრაინას ტანკები მივაწოდეთ? ვიხილეთ თუ არა შესამჩნევი განსხვავება F-16-ის მიწოდების შემდეგ? ჩვენ ვფიქრობთ, არცერთი იარაღის სისტემა არ არის გადამწყვეტი ამ ბრძოლაში. ეს ეხება ადამიანურ რესურსებს და ვფიქრობთ, უკრაინამ მეტი უნდა გააკეთოს, რათა გააძლიეროს თავისი პოზიციები ფრონტის ხაზზე არსებული ძალების რაოდენობის თვალსაზრისით“, – განაცხადა სალივანმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024