20/11/2024
00:58
სპორტი
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში ხორვატიას სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ეს დაძაბულ შეხვედრაში მოახერხა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 7:6 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ქართველებმა თბილისში 1:0 მოიგეს. განმეორებითში კი ხორვატია ორჯერ დაწინაურდა, თუმცა ჩვენმა გუნდმა ორჯერვე გაათანაბრა ანგარიში.
მატჩის მე-11 წუთზე ანგარიში ხორვატმა ბელიომ გახსნა. წონასწორობა კი 28-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით ლუკა გაგნიძემ აღადგინა – 1:1. 63-ზე ბელიომ დუბლი შეასრულა, თუმცა 78-ე წუთზე აზაროვის გადაცემის შემდეგ ეფექტური გოლი გაიტანა ლომინაშვილმა. თუმცა აქ ყველაფერი არ დასრულებულა, ხორვატიამ ბოლო წუთებზე მესამეც გაიტანა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.
დამატებულ დროში გოლი აღარ გასულა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. თერთმეტმეტრიანები კი საქართველოს ნაკრებმა უკეთ შეასრულა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024