უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
30/06/2022
19:37
მსოფლიო
A-
+A
ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო, უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს.
„მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არამეგობრული აქტია უკრაინის წინააღმდეგ. ეს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევაა. ამ არამეგობრული აქტის საპასუხოდ, უკრაინა აცხადებს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას სირიასთან საკონსულო ურთიერთობების გაწყვეტის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0
362
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%