10/06/2023
22:06
კულტურა
“როგორც ერთ ამერიკელს უკრაინამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც მაჩუქა” - ამის შესახებ აცხადებს ცნობილი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი, რომელიც თბილისში იმყოფება და ამბის თხრობის ფესტივალს ესწრება.
"ბედნიერება ადამიანებისთვის ერთიანობას ნიშნავს. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, უკრაინა საქართველოს გარეშე არ არსებობდა და ახლაც ასეა. როგორც ერთ ამერიკელს უკრაინამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც მაჩუქა. მე შემიძლია ვუთხრა ქართველებს სიმართლე, რომელიც ვიცი საწყენია, მაგრამ ბოლო 24 საათის განმავლობაში უფრო მეტი გავიგე, ვიდრე მთელი ცხოვრება ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, ახლა კი საქართველოზე ყოველმხრივ შემიძლია საუბარი. რაც შეეხება უკრაინას, მე მათ სოლიდარობას ვუცხადებ. უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, რადგან ისინი იცავენ ახლა საკუთარ სახლებსა და ოჯახებს" - განაცხადა შონ პენმა.
როგორც ცნობილია, შონ პენი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფება. გუშინ მას თბილისში უმასპინძლეს. კადრებს და ფოტოს მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ავრცელებს. როგორც ჩანს, რეჟისორმა ქართული სიმღერით ძალიან ისიამოვნა და მთაწმინდაზე, "აჭარა გრუპის" პავილიონში გამართულ ვახშამს დაესწრო.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024