12/11/2024
12:25
მსოფლიო
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს მიაღწიოს იარაღის დამატებით მიღებას და პოზიციების შენარჩუნებას ბრძოლის ველზე, რათა გააძლიეროს თავისი საწყისი პოზიცია რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. იუწყება Reuters.
როგორც Reuters-თან საუბარში ანონიმურმა წყარომ განაცხადა, მომდევნო ოთხი-ხუთი თვე გადამწყვეტი იქნება ომში.
„ეს ზამთარი კრიტიკული მომენტია... იმედი მაქვს, რომ ომი დასასრულს უახლოვდება, ახლა ჩვენ განვსაზღვრავთ ორივე მხარის პოზიციებს მოლაპარაკებებში“, - განუვხადა გამოცემას წყარომ.
ოფიციალური პირის თქმით, კიევი ახლა ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში საკვანძო პოზიციებზე დანიშვნას ელოდება, რათა გაიგოს, რა პოლიტიკის გატარებას გეგმავს უკრაინის მიმართ.
Reuters-ის თანამოსაუბრემ აღიარა, რომ არსებობს რისკი, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა შეამციროს დახმარება კიევისთვის.
”იმედი მაქვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შეეცდება თავიდან აიცილოს ეს რისკი დახმარების ტემპის დაჩქარებით,” - თქვა სააგენტოს წყარომ.
0
0