25/02/2022
12:50
კონფლიქტები
„უკრაინა ყოველთვის იტოვებდა და იტოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის მაშინ, როდესაც რუსეთი სრულმასშტაბურ ინტერვენციაზე წამოვიდა. ეს ომი უნდა შეწყდეს. ეს საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა მიხეილ პოდოლიაკმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არ ეშინია ნეიტრალურ სტატუსზე საუბარი, თუმცა აინტერესებს, უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება ქვეყანას.
„დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, პირდაპირ ვკითხე. ყველას ეშინია. პასუხს არ იძლევიან. ჩვენ კი არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის. შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებსა და ნეიტრალურ სტატუსზე. არ გვეშინია ნეიტრალურ სტატუსზე საუბარი. ჩვენ ახლა ნატოში არ ვართ, თუმცა უსაფრთხოების რა გარანტიები გვექნება? ყველაზე მთავარი, რომელი ქვეყნები მლოგვცემენ ამ გარანტიებს?“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0
მიშა მაგარია! - მდინარაძე
27/11/2024