02/11/2024
18:48
მსოფლიო
ბელგიურ კომპანია Thales-ს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც დრონების საწინააღმდეგო რაკეტების ერთობლივ გამოშვებას ითვალისწინებს. ამის შესახებ nv.ua იუწყება.
ინფორმაცია თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრმა გერმან სმეტანინმა გაავრცელა.
სმეტანინის თქმით, უკრაინა-ბელგიის თანამშრომლობა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას გააძლიერებს.
Defense Express-ს ცნობით, უკრაინა და Thales ერთობლივად გამოუშვებენ რაკეტებს FZ275 LGR, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალები უკვე იყენებენ. ეს არის 70 მმ-იანი რაკეტა ნახევრად აქტიური ლაზერული თვითდამიზნების სისტემით.
ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რითაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს, უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვა და ამაში მოკავშირეების ჩართვა იყო. ზელენსკი ძირითად ყურადღებას პოლონეთსა და რუმინეთზე ამახვილებს, რომლებსაც მათ საზღვართან ახლოს მფრინავი რუსული დრონების და რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ.
0
0