05/09/2024
12:31
სპორტი
ოლიმპიელ ათლეტს, რებეკა ჩეპტეგეის 1-ელ სექტემბერს პარტნიორმა მამაკაცმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ჩაპტეგეი დღეს, 5 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
33 წლის უგანდელი მორბენალი, რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას, კვირას საავადმყოფოში მრავლობითი დამწვრობით გადაიყვანეს.
ჩეპტეგეი კენიაში ცხოვრობდა. პარტნიორი მამაკაცი მას თავს მაშინ დაესხა, როცა იგი სახლში ეკლესიიდან ბრუნდებოდა.
"წყვილი სახლის გარეთ ჩხუბობდა, რომლის დროსაც დაინახეს, თუ როგორ ასხამდა მას შეყვარებული სითხეს, სანამ ცეცხლს წაუკიდებდა" - უთხრა ადგილობრივი პოლიციის უფროსმა მედიას.
BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჩეპტეგეისა და მის პარტნიორს შორის კონფლიქტი მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო. პოლიციას საქმეზე გამოძიება დაწყებული აქვს.
"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენი ათლეტი, რებეკა ჩეპტეგეი ოჯახურ ძალადობას ტრაგიკულად ემსხვერპლა და დღეს დილით გარდაიცვალა. როგორც ფედერაცია, ჩვენ ვგმობთ მსგავს ქმედებებს და მოვითხოვთ სამართლის აღსრულებას" - წერს უგანდის სპორტული ფედერაცია X-ზე.
0
0