22/07/2023
09:14
სპორტი
უეფა-ს სადისციპლინო კომისიამ „სარაევო“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ პირველი მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო 15 000 ევროთი დააჯარიმა, ხოლო მათ ფანკლუბს, რომლის სახელიც „ბოროტების ურდოა“, თამაშზე დასწრება აუკრძალა – ინფორმაციას sport1.oslobodjenje ავრცელებს.
„კონფერენს ლიგაზე „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ პირველი მატჩის დაწყებამდე ტრიბუნაზე ინციდენტი მოხდა, რომლის შემდეგაც „სარაევოს“ ფანები სტადიონიდან გააძევეს. ადგილობრივი გულშემატკივრები მეტოქის ქომაგთა სექტორს მიუახლოვდნენ, რასაც ბოსნიელთა მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პოლიციამ „სარაევოს“ ქომაგები სტადიონიდან გააძევა.
მომხდარი უეფა-ს სადისციპლინო კომისიამ განიხილა, „სარაევოს“ გულშემატკივრები დაადანაშაულა და კლუბი 15 000 ევროთი დააჯარიმა, ქომაგებს კი ევროთასების მომდევნო მატჩზე დასწრება აუკრძალა.
იმის გათვალისწინებით, რომ ორი თამაშის ჯამში „სარაევო“ „ტორპედოსთან“ დამარცხდა და კონფერენს ლიგას გამოეთიშა, „ბოროტების ურდოს“ ევროტურნირებზე მომდევნო მატჩამდე, მინიმუმ, ერთი წელი მოუწევთ ლოდინი.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე თამაშისათვის „სარაევომ“ დაახლოებით 250 000 ევრო მიიღო“, – წერს ბოსნიური გამოცემა.
0
0