13/10/2022
12:19
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „აიაქსი“ 4-2 დაამარცხა, UEFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 21 წლის ქართველი დაასახელა.
კვარაცხელიამ პირველ ნახევარში ჯაკომო რასპადორის საგოლე გადაცემა გაუკეთა, მატჩის მეორე ნახევარში კი 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა. ამ გამარჯვებით „ნაპოლიმ“ პლეი-ოფის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.
„ამ სტადიონზე, ასეთ საოცარ ატმოსფეროში თამაში დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, წინ სერია ა-ს თამაშები გვაქვს, სადაც კარგად გამოვდივართ, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. მნიშვნელობა არ აქვს 11-მეტრიანს მე შევასრულებ თუ სხვა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და, ვფიქრობ, ვინც კონკრეტულ მომენტში უფრო მზად იქნება, მან უნდა დაარტყას“, - განაცხადა მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ.
მომდევნო შეხვედრას „ნაპოლი“ საკუთარ სტადიონზე კვირას, იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში „ბოლონიასთან“ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
0
0