16/11/2021
16:18
სხვადასხვა
რომის არქიტექტურა ერთ-ერთი ნიშანთაგანია, რაც თანამედროვეობას შემორჩა ამ ძლევამოსილი ცივილიზაციისგან. რომის იმპერიის დაცემიდან, მრავალი ასწლეულის გასვლის შემდეგაც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს იმდროინდელი ნაგებობების ნანგრევები და ხელოვნების უნიკალური ნიმუშები, რომლებიც კვლავინდებურად წამომართულან მისი ძველი დიდებისა და სიდიადის დასტურად.
მეზონ კარე
ეს ძეგლი, რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე 20 წელსაა აგებული, იმ რომაული ნაგებობების რიგს განეკუთვნება, რომელიც საუკეთესოდაა შემონახული. ნაგებობა საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ ნიმში მდებარეობს. ეს გამაოგნებელი მშვენიერების რომაული ტაძარი, რომელსაც ,,მეზონ კარედ’’ ანუ კვადრატულ სახლად მოიხსენიებენ, კლასიკური რომაული არქიტექტურის ქრესტომათიულ ნიმუშს წარმოადგენს. 25 მეტრი სიგრძისა და 14 მეტრი სიგანის მქონე ნაგებობას ძველი ქალაქის ფორუმის დომინანტი შენობის ფუნქციაც ქონდა.
ტაძრის დიდებული ფასადი, უმდიდრესი მორთულობა და ურთულესი კორინთული კოლონები, ასევე შიდა სტრუქტურა, ჩვენ დრომდე არსებითად პირველქმნილი მშვენიერებითაა შემორჩენილი. ამ უნიკალურ შენობას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობაც გააჩნია. ტაძარი, რომელიც მარკ ვისპასიან აგრიპინის ინიციატივითაა აგებული, ქალღმერთ რომას და იმპერატორ აუგუსტუსს ეძღვნება. ჩვენი ერის მეოთხე-მეშვიდე საუკუნეებში, შენობა ხელახლა მიეძღვნა აგრიპინას შვილებს, გაიუსსა და ლუციუსს, რომლებიც ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალნენ.
ამრიგად, მეზონ კარე რომაული არქიტექტურის ერთ-ერთ იმ მაგალითთაგანს წარმოადგენს, რაც იმპერიულიკულტის ჩასახვას უკავშირდება. იმპერიის დაცემის შემდეგ, ტაძარი კვლავ ფუნქციონირებდა და სხვადასხვა დანიშნულებას ასრულებდა. მას ხან სასახლის ნაწილად იყენებდნენ, ხან საკონსულო სახლად და ხანაც ეკლესიად თუ მუზეუმად.
აუგუსტის ტაძარი
თანამედროვე ხორვატიაში, ზღვისპირა ქალაქ პულაში, მდებარეობს კარგად შემონახული ტაძარი, რომელსაც დღემდე ამაყად უჭირავს ადგილი რომაულ ფორუმზე. მისი ფრანგული ანალოგის მსგავსად, ეს ტაძარიც იმპერატორ აუგუსტუსსა და ქალღმერთ რომას ეძღვნება.
ამჟამად დაკარგულ წარწერაში მოხსენიებული არ ყოფილა განღმრთობილი აუგუსტი, ეს პატივი კი მას გარდაცვალების მერე ხვდა წილად. ამ ფაქტით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტაძარი იმპერატორის სიცოცხლეშია აგებული, ჩვენს ერამდე 27 და ახალი წელთაღრიცხვის 14 წლებს შორის.
ეს ტაძარი, ტაძართა კომპლექსის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ფორუმზე იყო აგებული. ყველაზე დიდი ტაძარი, რომელიც კაპიტოლიუმის ტრიადას (იუპიტერს, იუნონასა და მინერვას) ეძღვნებოდა, ცენტრალურ ადგილას მდებარეობდა. მას, მარჯვენა მხრიდან ამშვენებდა ტყუპი ნაგებობა, რომელიც ნადირობის, მთვარისა და ბუნების ქალღმერთ დიანას ეძღვნებოდა. ეს შენობები სამწუხაროდ დღეისათვის აღარ არსებობს. სხვა ნაგებობებისგან განსხვავებით, აუგუსტის ტაძარი, რომელიც ეკლესიად გადაკეთდა, რომის დაცემის მერეც აგრძელებდა ფუნქციონირებას, მოგვიანებით აქ ხორბალსაც კი ინახავდნენ.
მეცხრამეტე საუკუნისთვის, აქ აშენებულმა ნაგებობებმა სრულად დაფარა ეს უძველესი ტაძარი. მეორე მსოფლიო ომის დროს, ტაძარი საჰაერო დაბომბვის დროს თითქმის სრულად დაინგრა. გადარჩენილი ფრაგმენტების წყალობით, საბედნიეროდ მოხერხდა ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობის აღდგენა და დღეს ის, ისე გამოიყურება, როგორც 2000წლის წინ.
სენატის სახლი
ერთი შეხედვით, ეს მოკრძალებული ნაგებობა, რომაული არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად მიიჩნევა. აქ რომის სენატის ანუ სახელმწიფოს მმართველი კლასის რეზიდენცია იყო განთავსებული. ეს მესამე და უკანასკნელი შენობა იყო, რომელიც რომში ასეთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებდა. მასზე მუშაობა ჯერ კიდევ იულიუს კეისრის დროს დაიწყო და რომის პირველი იმპერატორის, აუგუსრის დროს დასრულდა.
ეს შენობა სიმბოლურად, რომის რესპუბლიკის დასასრულს მოასწავებს. შენობა, რომელსაც დღესაც შეგვიძლია თვალი შევავლოთ, სრულად ორიგინალური არაა. რომის ხანძრის მერე, ნაგებობა 94 წელს, დომეციანეს დროს აღადგინეს, თუმცა ის 238 წლის ხანძარმა კვლავ გაანადგურა. საბოლოო რესტავრაცია მას იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს ჩაუტარდა და ის დღემდე ახარებს მის მნახველებს. ნაგებობა მოგვიანებით ეკლესიად გადაკეთდა, რამაც მის გადარჩენას შეუწყო ხელი.
დროთა განმავლობაში, გარე ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებული მარმარილო გაქრა, თუმცა პორფირის გველისფერი იატაკი, ვიწრო და განიერი საფეხურები, სადაც სენატორთა ადგილები იყო განთავსებული, ასევე სამი დიდი ფანჯარაც დღემდე წარმოადგენენ კონსტრუქციის ნაწილს.
ჰერკულესის (ჰერაკლე) კოშკი
ეს ნაგებობა, რომელიც ლა-კორუნიას ნავსადგურის მახლობლად მდებარეობს, მისი აგების მომენტიდანვე შუქურას ფუნქციას ასრულებდა. პირველი საუკუნის ეს ნაგებობა, მეორე საუკუნეში იმპერატორ ტრაიანეს დროს გადააკეთეს და იგი ზღვაოსნობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დანიშნულებას ატარებდა. მისი მეშვეობით გემები ბისკაის სრუტისა და სემდგომ ლა-მანშისაკენ მიემართებოდნენ.
ლეგენდის თანახმად, შუქურის აშენების ადგილას თითქოსდა ჰერკულესს, გიგანტური ტირანი, ჰერიონომი დაუმარცხებია, ისტორიულად კი ეს შენობა ანალოგიური ფუნქციის მქონე ფინიკიური ნაგებობის ფუნდამენტზე აუგიათ. მისი დიზაინი, როგორც ჩანს ალექსანდრიის დიადი შუქურით იყო სულჩადგმული. დროთა განმავლობაში ის გამოუსადეგარი გახდა, თუმცა 1788 წლიდან, მას მერე, რაც ამერიკასთან კომეერციული მიმოსვლა გამოცოცხლდა, შუქურა კვლავ აღორძინდა. სადღეისოდ, რომაული არქიტექტურის ეს ნიმუში კვლავინდებურად მწყობრშია და პირვანდელ ფუნქციას ატარებს, იგი მსოფლიოს უძველესი შუქურაა.
პანთეონი რომში
პანთეონი, რომაული არქიტექტურის უდიდესი და საუცხოოდ შემონახული ნიმუშია. ის უდაოდ წარმოადგენს ამ სიის ყველაზე ცნობილ შედევრს.
აგრიპინას სახელი, რომელიც ნაგებობის შემკვეთია დღემდე ჩანს ფრისზე. პირველადი შენობის დაწვის შემდგომ, პანთეონი იმპერატორმა ადრიანემ აღადგინა, რომელმაც მას საკულტო ფორმა მიანიჭა. ამ პანთეონის არქიტექტურულმა გადაწეყვეტამ რევოლუცია მოახდინა რომაულ არქიტექტურაში. საქმე ისაა, რომ მისი მასიურად მრგვლოვანი გუმბათი არღვევდა სწორკუთხოვან და ტრადიციულ დაგეგმარებას, რაც მდიდრულ შიდა ინტერიერს უსვამდა ხაზსს და არა გარეგნულ მხარეს. ეს გუმბათი აღორძინების ეპოქამდე უდიდესი იყო მსოფლიოში და დღესაც, ბეტონის ყველაზე მასიურ გუმბათად მიიჩნევა.
მეცნიერები ტრადიციულად მიიჩნევენ, რომ პანთეონი ყველა რომაული ღმერთის საპატივცემულოდ აიგო. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ იგი ტრადიციული ტაძრის ნაცვლად დინასტიური სიწმინდის ფუნქციას ასრულებდა. ის, იმპერატორ აუგუსტსა და მის ოჯახს უკავშირდებოდა. პანთეონს, მომდევნო იმპერატორებიც, იმპერიის მართვის კანონიერი ფუნქციის დასადასტურებლად იყენებდნენ, ეს ნაგებობა მისი პირველადი ფუნქციის მიუხედავად მჭიდროდ დაუკავშირდა საიმპერატორო ძალაუფლებასა და მის ღვთაებრივ წარმომავლობას. ამ ერომაულმა შედევრმაც გადაიარა პოსტრომაული ეპოქა და ეკლესიის ფუნქციით გააგრძელა არსებობა, ამ გასაოცარმა ნაგებობამ დღემდე შეინარჩუნა თავისი საწყისი ფორმა და მშვენება, მისმა უნიკალურმა დიზაინმა სული შთაბერა მის მსგავს მრავალ შენობას მთელ მსოფლიოში.
აულა პალატინა
ეს შენობა, მოგვიანო რომაული არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც კონსტანტინეს ბაზილიკის სახელითაცაა ცნობილი. იგი საუკეთესოდ შემონახულ სასახლეს წარმოადგენს.
310 წელს აგებული აულა პალატინა, საწყისში სადარბაზო კომპლექსის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა, რომელიც იმპერატორ კონსტანტინე დიდის რეზიდენციას წარმოადგენდა, როდესაც იგი ტრიტში იმყოფებოდა. მას ზოგიერთი ნაგებობა მიაშენეს და ის იმპერატორის აუდიენციის ფუნქციით აყო აღჭურვილი. ეს გიგანტური ნაგებობა უდიდესია ერთოთახიან შნობატა სორის, რაც უძველესი ეპოქიდან შემოგვრჩა.
ზრაპრული რომაული არქიტექტურის ეს მკაფიო ნიმუში, იატაკის და კედების გათბობის სისტემით იყო აღჭურვილი. მოგვიანებით, აულა პალატინა ტრირის ეპისკოპოსის რეზიდენციად იქცა. 1856 წლიდან კი პროტესტანტულ ეკლესიად გადაპროფილირდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შენობა ძალზედ დაზიანდა. ამჟამად შენობა შეგვახსენებს მის ოდინდელ სიდიადეს და ფუნქციონირებს, როგორც ქრისტიანული ბაზილიკა.
მასალა მომზადდა kulturologia.ru-ს პუბლიკაციის მიხედვით
წყარო:kulturologia.ru
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024