15/12/2021
17:17
საზოგადოება
ვიცე-პრემიერის თქმით საზოგადოებამ იხილა საჯარო გზავნილები, რომელიც ძალიან მკაფიო პასუხია იმაზე, თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ნატოში ინტეგრაციის კუთხით და იმ ახალი გეოპოლიტიკური სურათის ფონზე, რაც იქმნება რეგიონში, როგორი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის და ნატოს რეაქცია.
„მადლიერი ვართ ჩვენი ნატოელი პარტნიორების, რომლებიც აცხადებენ, რომ ნატოს გაფართოება და ნატოში ინტეგრაცია, ეს არის სწორედ იმ ქვეყნის, ვისაც აქვს ამის სურვილი და ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და რაც არის მკაფიოდ გაწერილი ნატოს შესაბამის წესდებაში, სწორედ ორმხრივი საქმეა და არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს. ასევე მკაფიოა ჩვენი ნატოელი პარტნიორების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბუქარესტში იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მკაფიოა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ასრულებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო მიზნის მისაღწევად ნატოში გასაწევრიანებლად, რომ ჩვენ თანმიმდევრული ვართ ჩვენს პოლიტიკაში და ჩვენს საქმიანობაში ნატოში ინტეგრაციის კუთხით. ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო უკვე პრაქტიკულად მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა. ამის ნათელი დასტური იყო ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის მისიაში, ამის ნათელი დასტურია ყოველწლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაცია და ამის ნათელი დასტურია ის, რა შეფასებებიც ჩვენ მივიღეთ თუნდაც რიგის ბოლო მინისტერიალზე.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმ რიტორიკისა და მძაფრი განცხადებებისა, რომელიც გვესმის, ჩვენ არ უნდა შევანელოთ ჩვენი გზა ნატოსკენ, უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, უნდა განვახორციელოთ რეფორმები, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ისე ქვეყნის დემოკრატიზაციის გაძლიერების კუთხით, იმისთვის, რომ ვიყოთ მზად იმ მომენტისთვის, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება და კონსენსუსი მომწიფდება ნატოს წევრებს შორის. ასე რომ, ჩვენი გეგმები ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით არ იცვლება და ჩვენ თანმიმდევრული ვიქნებით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
0
0