15/11/2024
12:31
პოლიტიკა
დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმი, რადგან თუ ჩვენს წართმეულ ხმას დღეს არ ამოვიღებთ და არ დავიბრუნებთ, ეს დასრულდება იმით, რომ არასდროს გვექნება ხმა და გადავალთ ტოტალიტარიზმში, - ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ, „დაიტოვეს“ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, მიუხედავად სასამართლოში წარმოებული დავებისა, აღნიშნული უწყების იმედი არ აქვს და ბრძოლის იარაღად საზოგადოების ქუჩაში გამოსვლას ასახელებს.
“დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივიზმი, რადგან თუ ჩვენს წართმეულ ხმას დღეს არ ამოვიღებთ და არ დავიბრუნებთ, ეს დასრულდება იმით, რომ არასდროს გვექნება ხმა და ტოტალიტარიზმში გადავალთ. ამიტომ მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ბათუმელ სტუდენტებს, რომლებმაც საუნივერსიტეტო სივრცეში დაიწყეს ეს პროტესტი, ახლა მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც დღეს გამოვა ქუჩაში, რა თქმა უნდა, ვისაც გვაწუხებს ჩვენი მომავალი და ჩვენი ქვეყნის განვითარება და ინდივიდუალურად თითოეული ადამიანის უფლება, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, რადგან სხვა რესურსი არ ჩანს. ჩვენ ვაგრძელებთ დავებს სასამართლოში, მაგრამ სასამართლოს იმედი არ გვაქვს, ამიტომ საკუთარი თავის იმედად ვართ დარჩენილები ამ ქვეყანაში და თუ გვაქვს საკუთარი თავის იმედი, გამოვიდეთ გარეთ და ვიბრძოლოთ,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.
0
0