15/11/2024
14:36
მსოფლიო
„ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ ტაკერ კარლსონი თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობისთვის დავასახელე."- ამის შესახებ აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა:
„ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ ტაკერ კარლსონი თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობისთვის დავასახელე. აღსანიშნავია ტაკერის გამორჩეული კარიერა ტრადიციულ და სამაუწყებლო მედიაში. გარდა იმისა, რომ მუდმივადაა ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობებში, ის ნამდვილი ამერიკელი პატრიოტია. ტაკერის გუნდთან ერთად, ბევრად უფრო ადვილი იქნება ამერიკელი ხალხისთვის ცნობილი მესიჯის - „ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“ - მიწოდება მიუხედავად იმისა, რომ არამზადა ადამიანები ცდილობენ, სახელი გაითქვან თეთრი სახლის პრესის კორპუსში.
მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც ტაკერი პრესის კორპუსს სიმართლეზე დაფუძნებულ მუშაობის მეთოდსა და ღირსებას დაუბრუნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამერიკელ ხალხს პირველ ადგილზე დააყენებს და პრესის კორპუსის რეპორტიორებს ზუსტად ისე ღირსეულად მოექცევა, როგორც ისინი ნამდვილად იმსახურებენ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
0
0