05/07/2023
21:53
სპორტი
21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს ბათუმმა უმასპინძლა, რომელშიც ინგლისის ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდა, 2:0 დაამარცხა და ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა.
ინგლისის ნაკრებმა ისრაელი ჯგუფურ ეტაპზე 2:0 დაამარცხა და ამჯერადაც უპირატესობას ფლობდა. ლი ქარსლის გუნდს ანგარიშის გახსნა მე-17 წუთზე შეეძლო, მაგრამ მორგან გიბს-უაითმა პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი კარს ააცილა. თუმცა, „ნოტინგემ ფორესტის“ ნახევარმცველმა 42-ე წუთზე საკუთარი შეცდომა გამოასწორა და ზუსტი თავური დარტყმით ინგლისი დააწინაურა.
მეორე ნახევარში ინგლისი დიდ უპირატესობას ფლობდა და მეორე ბურთის გატანა მოახერხა. საბოლოო ანგარიში კი „ასტონ ვილას“ თავდამსხმელმა ქემერონ არჩერმა დააფიქსირა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში, ბუქარესტში, ესპანეთისა და უკრაინის 21-წლამდე ნაკრებები ითამაშებენ. საქართველოს პირველი არხი მატჩის ტელერეპორტაჟს 22:50 საათზე შემოგთავზებთ.
0
0