23/10/2024
14:35
ეკონომიკა
„საბერძნეთმა, „თხის ჭირის“ 100-ზე მეტი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ცხვრისა და თხის ტრანსპორტირება და რეპროდუქცია, ქვეყნის მასშტაბით, 10 დღით აკრძალა. აღნიშნული პრევენციული ზომები მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების შეკავებას. ხელისუფლება ინფექციის აფეთქების თავდაპირველ წყაროს იძიებს. ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, ტესტები ტარდება უფრო ფართო ზონაში, სადაც პირველად გამოვლინდა შემთხვევები,“ - განაცხადა საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
ამ დროისთვის, გამოვლენილია ინფექციის 104 შემთხვევა, ძირითადად, ევროსის ჩრდილოეთ რაიონში. დახოცილია 17 500-მდე ცხოველი.
როგორც ცნობილია, ევროპის მასშტაბით, საბერძნეთში ყველაზე მეტი თხა იზრდება. თხის რძე, რომელიც გამოიყენება ბერძნული ფეტას (მარილიანი ხაჭოს თეთრი ყველი) დასამზადებლად, ქვეყნის მთავარი ეკონომიკური მამოძრავებელია.
0
0