03/10/2024
13:06
სპორტი
"ფედერაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა" - განაცხადა ქართველი სპორტსმენების იმ ტურნირზე გამოსვლასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ ქვეყნებად მოიხსენიებენ.
ფედერაციის თქმით მიწვევა არ მიუღიათ და სპორტსმენები იქ თვითნებურად წავიდნენ:
"ფედერაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა. არც მოწვევა მიუღია ფედერაციას, არც არავინ გაუშვია.
ეს სპორტსმენებიც არ არიან ნაკრების აქტიური წევრები. არც მათი მწვრთნელები. წავიდნენ თვითნებურად და სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს" - განაცხადეს ფედერაციაში.
შეგახსენებთ, ქართველი მოჭიდავეები ვლადიკავკაზში იმ ტურნირზე გამოვიდნენ საასპარეზოდ, სადაც თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ჩრდილო ოსეთის დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი სპორტსმენები საქართველოს ნაკრების ფორმითა და სიმბოლიკით წარდგნენ.
0
0