05/08/2024
15:31
სპორტი
ფეოდოსიაში მასობრივი ჩხუბის ყველა მონაწილეს, რომლის შედეგადაც მოკრივე დიმიტრი დვალი მძიმედ დაშავდა, მკვლელობის მცდელობაში ბრალი წაუყენეს.
ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ხულიგნობის მუხლით აღიძრა, გადაკვალიფიცირდა უფრო მძიმე დანაშაულად, ხოლო ფეოდოსიას ურბანული რაიონის ცხრა მცხოვრებს საჯარო მოვალეობის შემსრულებელი პირის მკვლელობის მცდელობა ედება.
უწყების ცნობით, გამოძიება ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
28 ივლისს რუსეთის ჩემპიონი კრივში დიმიტრი დვალი ფეოდოსიას სასტუმროში ბრუნდებოდა, როდესაც დაინახა, რომ კაცების ბრბო ბიჭს სცემდა. სპორტსმენი ახალგაზრდა კაცს გამოესარჩლა, მაგრამ თავადაც სასტიკად სცემეს და თვალი დაუზიანდა. მოკრივე ახლა მოსკოვის საავადმყოფოშია. მისი თვალის გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ ის, ალბათ, ვეღარ დაინახავს.
4 აგვისტოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა ბრძანა დანაშაულის კლასიფიკაციის უფრო მძიმე მუხლით შეცვლა.
0
0