11/01/2025
00:03
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა 10 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინამ და პოლონეთმა შეთანხმებას მიაღწიეს, რათა ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა პირველი ნაწილის ექსჰუმაცია მოხდეს.
"როგორც იქნა, მიღწევა. შევთანხმდით უკრაინის მეამბოხე არმიის პოლონელი მსხვერპლის ექსჰუმაციის პირველ ნაწილზე. მინდა, მადლობა გადავუხადო პოლონეთისა და უკრაინის კულტურის მინისტრებს მათი კარგი თანამშრომლობისთვის. ველით სამომავლო გადაწყვეტილებებს". - დაწერა ტუსკმა X-ზე.
ვოლინის ხოცვა-ჟლეტა მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, რასაც ათეულობით ათასი პოლონელი, მათ შორის, პოლონელი ებრაელი, და უკრაინელი ემსხვერპლა. პოლონეთის თქმით, მომხდარი უკრაინის მეამბოხე არმიის მიერ ჩადენილი გენოციდი იყო, ხოლო უკრაინული მხარე ჩადენილ დანაშაულებზე ორმხრივი პასუხისმგებლობის აღიარებას ითხოვდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი ერთმანეთს 17 დეკემბერს ლვივში შეხვდნენ და ისტორიული შერიგება, მათ შორის, ვოლინის ხოცვა-ჟლეტის დანატოვარი, განიხილეს.
შეხვედრაზე ტუსკმა ისტორიული გამოწვევების მიუხედავად ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. "ისტორიამ ვერ უნდა დაგვყოს". - თქვა მან.
0
0