24/10/2024
11:09
მსოფლიო
თურქეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავებული მოქალაქეების რიცხვი 22-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
თურქეთის ხელისუფლებამ დაღუპული მოქალაქეების ვინაობა გაასაჯაროვა.
„თურქეთის საჰაერო კოსმოსური მრეწველობის” შენობასთან ტერორისტულ თავდასხმას კომპანიის ხარისხის კონტროლის ოფიცერი, ჩინგიზ ქოსკუნი, მექანიკოსი ზაჰიდე გუჩლუ, კომპანიის თანამშრომელი, ჰასან ჰუსეინ კანბაზი, დაცვის თანამშრომელი, ატაკან საჰინ ერდოღანი და ტაქსის მძღოლი, მურატ არსლანი ემსხვერპლენ.
აფეთქებისა და სროლის ხმა 23 ოქტომბერს „თურქეთის საჰაერო კოსმოსური მრეწველობის” ობიექტებში, ანკარის კაჰრამანკაზანის რაიონში გაისმა. თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ტერორისტი, რომლებიც თავს დაესხნენ ობიექტებს, უსაფრთხოების ძალებმა გაანეიტრალეს.
ანკარის მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
0
0