16/11/2024
12:50
პოლიტიკა
გეგმა უწყვეტი პროტესტია, რომ არ შევეგუოთ და მშვიდობიანი წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ უმსგავსობას, ქვეყნის მომავლის წართმევას, არჩევანის წართმევას",- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა ინსტიტუცია მიიტაცა, რაც ამ ინსტიტუციების ფეხქვეშ გათელვას ნიშნავს.
„უწყვეტი პროტესტი, ზოგიერთ შემთხვევაში არცთუ ხალხმრავალი - ეს ერთადერთი სწორი პასუხია. ჩვენ ვხედავთ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი უკმაყოფილების გამოსახატავად მოვიდნენ. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ინსტიტუცია მიიტაცა, ეს არის ყველა ინსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა. მშვიდობიანი წინააღმდეგობა ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წევრები, სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები და მოქალაქეები იღებენ.
ისინი 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებასა და ხელახალ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ცესკოში სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო, თუმცა ხმაურის გამო მალევე შეწყდა. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და საღებავი შეასხა.
დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც, რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხდომაზე საერთაშორისო დამკვირვებლებს დასწრების საშუალება არ მიეცათ.
0
0
აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა
16/11/2024