24/10/2024
11:07
მსოფლიო
თურქეთმა ერაყსა და სირიაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლებთან დაკავშირებულ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
ავიაიერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც თურქეთის ხელისუფლებამ ანკარასთან მდებარე ავიაკოსმოსურ საწარმოზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ დააკისრა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერაყსა და სირიაში საპასუხო იერიშის დროს „წარმატებით განადგურდა ტერორისტების კუთვნილი 32 სამიზნე“.
თურქეთის ავიაკოსმოსური სახელმწიფო კომპანიის შტაბბინაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 22 ადამიანი. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.
ორი თავდამსხმელი – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი განეიტრალებულია.
ცნობისთვის, სახელმწიფო კომპანია TUSAŞ აწარმოებს სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, ასევე დრონებს.
0
0