ტურინის „იუვენტუსს“ ათი ქულა მაინც ჩამოაკლეს
22/05/2023
23:43
სპორტი
A-
+A
იტალიის ფედერალურმა სასამართლომ ტურინის „იუვენტუსს“ ათი ქულა ჩამოაკლო – ინფორმაციას Football-italia ავრცელებს.
სასამართლო სხდომა 22 მაისს რომში გაიმართა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორი ჯუზეპე ჩინე ტურინელებისთვის 11 ქულის ჩამოკლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებით „იუვეს“ 10 ქულა დააკლდა და სატურნირო ცხრილში 59 ქულით მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
თეორიულად, „იუვენტუსს“ კვლავ შეუძლია კიდევ ერთი აპელაციის შეტანა, მაგრამ საქმის მოგების შანსი ძალიან მცირეა. სასამართლომ ფინანსური მაქინაციებისთვის დამნაშავედ სცნო კლუბის მენეჯმენტიც. ერთადერთი, ვინც საბოლოოდ სანქცია თავიდან აიცილა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედია.
0
0
252
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%