თუ ყველა ავიცრებით, მაშინ დასწრებით სწავლა არ შეჩერდება - ამირან გამყრელიძე
18/10/2021
14:57
საზოგადოება
A-
+A
მეხუთე ტალღის ყველა მონაცემი გვაქვს, უარესდება სიტუაცია. დელტა შტამი ძალიან ვერაგი აღმოჩნდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის, რომ დღეს კორონავირუსის შემთხვევების ნაკლები რაოდენობაა, განპირობებულია იმით, რომ კვირას მიმართვიანობა ნაკლებია და ნაკლები რაოდენობის ტესტი ტარდება.
„შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში 4-5 ათასის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ვაქცინაციას, მე მომხრე ვარ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების, ეს პირადად ჩემი მოსაზრებაა. პირველ რიგში სამედიცინო პერსონალმა და მასწავლებლებმა უნდა ვაჩვენოთ მაგალითი, რადგან სწავლა მთავარია და თუ ყველა ავიცრებით, მაშინ დასწრებით სწავლა არ შეჩერდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0
0
382
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%