თუ ვნახავ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კარგი, საავადმყოფოში გადაყვანას მოვითხოვ - ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი
17/10/2021
13:03
სამართალი
A-
+A
მიხეილ სააკაშვილს დღეს ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მოინახულებს.
მისი თქმით, თუ სააკაშვილის მდგომარეობა არ იქნება დამაკმაყოფილებელი, მის ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს.
„დავწერეთ გეგმა, თუ რა ტესტები უნდა ჩატარდეს, ეს იქნება დღეს ან ხვალ. შემდეგ უკვე სამშაბათს კომისიის ყველა წევრი მივა ციხეში პრეზიდენტის მოსანახულებლად.
თუ ღმერთმა არ ქნას და მისი მდგომარეობა დღეს გაუარესებული იქნება, სასწრაფოდ მოვითხოვ ამ კომისიის შეკრებას, რომ სწრაფად გადავწყვიტოთ საკითხი. თუ ვნახავ, რომ მდგომარეობა არ არის კარგი, აუცილებლად მოვითხოვ საავადმყოფოში გადაყვანას“, - აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
0
0
554
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%