08/12/2021
14:19
პოლიტიკა
ზარქუა იმასაც ამბობს, "ნაციონალურ მოძრაობაში" არიან ადეკვატური ადამიანები, ვინც იაზრებს, რომ პატიმარ სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულების გამო აქვს მისჯილი და "აქედან გამომდინარე, ამიტომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩებში არა მრავალრიცხოვანი, არამედ ასკაციანი რაზმები დარბიან".
"მგონია, რომ ოპოზიციასთან არაფერი მაქვს შესარიგებელი. რადიკალურ ოპოზიციას აქვს ვალდებულება დანარჩენი მოსახლეობა შემოირიგოს - მოინანიონ, ბოდიში მოუხადონ ტირანიის გამო. მიხეილ სააკაშვილი ჩემს მიმართ ბოდიშს მოიხდის თუ არა, არ მაინტერესებს, რადგან ჩემთვის ის ყოველთვის იქნება ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, კორუფციაში ჩართული იყო, ადამიანების უფლებები შელახა, ბიზნესი დაატერორა, ხალხი აწამა, საკუთარი დაკვეთით დეპუტატები სცემა. მიხეილ სააკაშვილი ამის სიმბოლოა და მოინანიებს თუ არა, ჩემთვის ის ისეთად დარჩება, როგორიც არის", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
0
0