27/04/2022
19:51
მსოფლიო
რა განაცხადა პუტინმა კანონმდებელთა საბჭოს სხდომაზე:
🔻უკრაინაში „საგანგებო სამხედრო ოპერაციის“ ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება.
🔻რუსეთის ფედერაციის ოპონენტებს მსოფლიოში უბრალოდ არ სჭირდებათ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც რუსეთია.
🔻თუ უკრაინის სიტუაციაში ვინმე გარედან ჩაერევა, პასუხი ელვისებური იქნება.
🔻რუსეთის ეკონომიკამ გაძლო, სანქციების დარტყმის ქვეშ არ დაინგრა.
🔻რუსეთს საზღვარგარეთ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
🔻პატრიოტიზმი, რუსული საზოგადოებისთვის, რუსული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა .
🔻 ჟურნალისტების დაშინების მცდელობა, რომლებიც “პატრიოტულ პოზიციას იკავებენ” განწირულია მარცხისთვის.
გუბერნატორების პირდაპირი არჩევნების გაუქმებაზე პუტინს არაფერი უთქვამს. ის ფაქტი, რომ კრემლი მსგავს შესაძლებლობას განიხილავს, გუშინ რამდენიმე ადამიანმა განაცხადა
0
0