თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, დადგინდება, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია - ირაკლი კობახიძე
04/01/2022
13:04
პოლიტიკა
A-
+A
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოსაძიებლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მმართველი პარტია კომისიის შექმნის საკითხზე იმსჯელებს.
„მე პირადად შეიძლება არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ კომისიის შექმნაზე ვიმსჯელებთ. შეიძლება, ვიფიქროთ საჭირო ხმები შევსებაზეც კი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს კომისია ძალიან მარტივად დაადგენს არ არსებული არასათანადო მოპყრობის არ არსებობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0
342
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%