12/11/2024
13:59
პოლიტიკა
თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად ისინი მაინც შეიკრიბებიან, ეს იქნება თვითმარქვია, არალეგიტიმური, გაუგებარი დაჯგუფება, რომელმაც შეიძლება დაირქვას პარლამენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, თვითმარქვია პარლამენტის შეკრებას არაფერი საერთო საქართველოს კონსტიტუციასთან არ ექნება.
„მკაფიოდ ვამბობ, პრეზიდენტის გადაწყვეტილების გარეშე სხდომის ჩატარება არის თვითმარქვია პარლამენტის შეკრება, რომელსაც არაფერი საერთო საქართველოს კონსტიტუციასთან არ ექნება. ვიმეორებ, ეს იქნება არალეგიტიმური შეკრება, რომელსაც არაფერი საერთო არ ექნება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონთან. ეს იქნება თვითმარქვია ორგანო, რომელიც დაირქმევს პარლამენტს. თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად ისინი მაინც შეიკრიბებიან, ეს იქნება თვითმარქვია, არალეგიტიმური, გაუგებარი დაჯგუფება, რომელმაც შეიძლება დაირქვას პარლამენტი. ამ პარლამენტში არავინ შევა! თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს, არავინ მონაწილეობას არ მიიღებს! 2020-სა და და 2024 წელს შორის აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა. დღეს ამ არჩევნებს აღიარება საერთაშორისო მიმართულებით არ აქვს“, - განაცხადა ვაშაძემ.
0
0