30/10/2024
14:58
მსოფლიო
როგორც აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, თუ ის 5 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, ევროკავშირს „დიდი საფასურის გადახდა მოუწევს“, რადგან ის ამერიკულ მანქანებს არ ყიდულობს.
„ევროკავშირი - როგორ კარგად და სასიამოვნოდ ჟღერს, ხომ? ლამაზია ყველა ეს პატარა ევროპული ქვეყანა, რომელიც ერთად იკრიბება. ისინი [ევროპელები] არ ყიდულობენ ჩვენს მანქანებს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. სამაგიეროდ - მილიონობით მანქანას ყიდიან შეერთებულ შტატებში. არა, არა და არა, მათ დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა ტრამპმა პენსილვანიის შტატში გამართულ მიტინგზე.
ტრამპმა პირობა დადო, რომ, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ყველა ქვეყნიდან იმპორტზე 10%-იან ტარიფს დააწესებს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე – 60%-იანს. ეკონომისტების შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები მსოფლიო მიწოდების ჯაჭვებზე მოახდენს გავლენას, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს საპასუხო ზომებს და ფასების ზრდას.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიულად მართულმა ტაივანმა შეერთებულ შტატებს მისი თავდაცვისა და ამერიკული ნახევარგამტარების ბიზნესის მითვისებისთვის უნდა გადაუხადოს.
0
0