25/04/2022
22:14
მსოფლიო
რუსი პროპაგანდისტი ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი მის მიმართ მკვლელობის მომზადების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ ოდესმე, სადმე რამე დაემართება, ეს ზელენსკის ბრალი იქნება.
„ზელენსკიმ ახლო გარემოცვასთან ჩემზე დაიჩივლა და ითხოვა, რომ მე გამისწორდნენ რუსეთში. ანუ, აქ ჩამოჰყავთ სხვადასხვა მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ მის პრესსამსახურებთან. იმიტომ, რომ ზელენსკის სწყინს, რასაც მე მასზე ვსაუბრობ. მოგწონთ? მაგარია ხო? ანუ, ადრე პირდაპირ მომმართავდა და ახლა კი, მე ვარ პირადი მტერი ვერ შემდგარი ფიურერის. ამიტომ, თუ მე ოდესმე, სადმე რამე დამემართება, იცოდეთ, ეს ზელენსკის შეკვეთაა“, - განაცხადა სოლოვიოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნეონაცისტები“ დააკავეს, რომლებიც ვლადიმერ სოლოვიოვის მოკვლას გეგმავდნენ.
0
0