19/05/2022
13:39
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შვედეთსა და ფინეთს NATO-ში გაწევრიანებამდე თავს დაესხმებიან, პოლონეთი მათ დაეხმარება.
"შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას განვიხილავ, როგოროც ევროპაში უსაფრთხოების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან სიგნალს. [...] მინდა გარკვევით ვთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანების პროცესის დროს თავს დაესხმებიან, პოლონეთი მათ დაეხმარება".
12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.
0
0