23/02/2022
16:12
მსოფლიო
„საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადამწყვეტი ქმედებების ნაკლებობა კრემლს მოქმედების თავისუფლებას ანიჭებს. თუ დღეს ვერ შევაჩერებთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ხვალ რუსეთის სამხედრო ძალა მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში იქნება გამოყენებული,“- აცხადებენ უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ მოსკოვის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება უკრაინის მიერ განიხილება, როგორც შეიარაღებული აგრესიის აქტი.
„22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაუშვა რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენება, უკრაინის დროებით ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე რუსი მოსახლეობის „დაცვის“ საბაბით.
უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით მოსკოვის მიერ ეგრეთ წოდებული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება და მხარდაჭერა არის საერთაშორისოდ უკანონო და უკრაინის მიერ განიხილება, როგორც შეიარაღებული აგრესიის აქტი. საერთაშორისო სამართალი კრძალავს აგრესიას და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებითა და პრინციპებით და რიგი ფუნდამენტური საერთაშორისო დოკუმენტებით,“- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტს თანხმობა მისცა, გამოიყენოს რუსეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის საზღვრებს გარეთ დონბასში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
0
0