15/07/2024
16:51
სპორტი
არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში დამატებით დროში კოლუმბიას 1:0 სძლია და ზედიზედ მეორედ მოიგო ეს ტურნირი.
მატჩის დასრულების შემდეგ კი "ალბისელესტეს" ავტობუსში გავრცელებულ ვიდეოს დიდი სკანდალი მოჰყვა. "ჩელსისა" და არგენტინის ნაკრების შემტევ ენცო ფერნანდეს Instagram Live ჰქონდა ჩართული, რა დროსაც ფეხბურთელები საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ შემდეგ შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდნენ:
"მისმინე და გაავრცელე, ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველა ანგოლადან არიან, კარგად სირბილს აპირებენ, მოსწონთ ტრანსგენდერების გაჟ***ვა, როგორც მბაპეს, მათი დედა ნიგერიელია, მამა კამერუნელი, მაგრამ პასპორტში ფრანგი უწერიათ".
Live-ს ბოლოს ვიღაც სწრაფად ავალებს ენცო ფერნანდესს, შეწყვიტოს გადაღება და ვიდეო წყდება. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელებსა და ფრანგებს შორის ურთიერთობა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამწვავდა, სადაც ფინალში "ალბისელესტემ" მეტოქეს პენალტების სერიაში სძლია.
0
0