ტრამპს ამ დროისთვის კოლეგიის 276 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია - CNN
06/11/2024
14:50
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამ დროისთვის მან ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია. ამის შესახებ CNN იუწყება.
ტრამპის კონკურენტმა, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა კამალა ჰარისმა ამ დროისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის 219 ხმა მიიღო.
ტრამპმა ყველა „მერყევ“ შტატში გაიმარჯვა, რაც საკმაოდ მოულოდნელი იყო. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ამ შტატებში კანდიდატებს შორის სერიოზული ბრძოლა გაიმართებოდა.
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ ასევე გაიმარჯვა სენატის არჩევნებში. ახლა ის სენატს და წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 2025 წლის 25 იანვარს გაიმართება.
0
0
47
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%