08/11/2024
22:37
მსოფლიო
წინასაარჩევნო კამპანიის დროს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ირანის მოქალაქეს და კიდევ ორ ადამიანს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეთქმულების გეგმა მოიცავდა ტრამპის მკვლელობას საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
იუსტიციის დეპარტამენტმა 51 წლის ირანის მოქალაქე, ფარჰად შაკერის წინააღმდეგ ბრალდება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მას დავალებული ჰქონდა ტრამპის მოკვლის გეგმის შემუშავება. აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ შაკერი არ არის დაკავებული და ვარაუდობენ, რომ ის ირანშია.
ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორმა, დემიან უილიამსმა განაცხადა, რომ ირანის მთავრობამ უბრძანა ამ ადამიანებს სამიზნეში ამოეღოთ აშშ-ის მოქალაქეები, მათ შორის არჩეული პრეზიდენტი ტრამპი, აშშ-ის მიწაზე და მის ფარგლებს გარეთ. ირანელი ფარჰად შაკერისთან ერთად ბრალდებულები არიან ნიუ-იორკში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქეები, კარლაილ რივერა და ჯონათან ლოდჰოლტი.
0
0