07/11/2024
11:13
მსოფლიო
„აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ნავთობის სექტორში დაწესებული სანქციები უფრო მკაცრად აღასრულოს, რაც პოტენციურად შეზღუდავს გლობალურ მარაგს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას შეიძლება გაუჭირდეს თანამშრომლობა ჩინეთთან - ირანული ნავთობის მთავარ მომხმარებელთან,“ - განუცხადეს Reuters-ს ანალიტიკოსებმა.
OPEC-ის წევრი ირანის შეზღუდვა შეამცირებს ნავთობის გლობალურ ფასებს, ამავდროულად, ტრამპი ჩინეთს ტარიფებსაც დაუწესებს, რამაც შეიძლება შეაფერხოს ეკონომიკური აქტივობა ან რუსეთთან ურთიერთობების გამარტივება.
„ტრამპი ორივე შემთხვევაში შეამცირებს ნავთობის ფასებს. ტარიფები და სავაჭრო ომები შეამცირებს აშშ-ის მთლიან შიდა პროდუქტს და ნავთობზე მოთხოვნას. ირანის ნედლი ნავთობის ექსპორტმა 2024 წელს უმაღლეს დონეს მიაღწია წლების განმავლობაში, რადგან ქვეყანამ იპოვა გზები თავის შემოსავალზე სანქციების დაწესების თავიდან ასაცილებლად“, - თქვა დამოუკიდებელი ენერგეტიკის ექსპერტმა კლეი სიგლმა.
ასევე ამერიკელმა ექსპერტმა ჯესი ჯონსმა განაცხადა, რომ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე მაქსიმალურ ზეწოლას განახორციელებს, ირანული ნედლი ნავთობის ექსპორტი დღეში 1 მილიონი ბარელით შემცირდება.
„ირანთან მიმართებაში უფრო მკაცრი პოზიციის დაჭერა ასევე ნიშნავს ჩინეთის შეზღუდვას, რომელიც არ ცნობს აშშ-ის სანქციებს და ისლამური რესპუბლიკის ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია. ჩინეთს შეუძლია BRICS-ის მიმართ საპასუხო ქმედება გააძლიეროს. ტრამპი, სავარაუდოდ, შეამსუბუქებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. ვფიქრობ, ტრამპი რუსულ ნავთობზე ყველა სანქციას შეამსუბუქებს“, - თქვა ჰიუსტონის უნივერსიტეტის ენერგეტიკის ექსპერტმა ედ ჰირსმა.
0
0