08/11/2024
19:05
სპორტი
ნოემბრის თვეში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი ჯერ უკრაინას უმასპინძლებს, შემდეგ კი ჩეხეთს ესტუმრება.
ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა სრული შემადგენლობა უკვე დაასახელა, ოქტომბრის სიასთან შედარებით კი მასში სამი ცვლილებაა შეტანილი.
მთავარმა მწვრთნელმა ჩანიშნული ორი შეხვედრისთვის ნიკა კვეკვესკირს, ანზორ მექვაბიშვილს და საბა ლობჟანიძეს უხმო, ხოლო სანდრო ალთუნაშვილი, შოთა ნონიკაშვილი და გიორგი გულიაშვილი კი განაცხადს მიღმა დატოვა.
ნიკა კვეკვესკირი გასულ თვეს საკუთარ კლუბში ნაკლებად თამაშობდა, ახლა კი ქართველი ნახევარმცველი აქტიურად პროდიქტიულია და ლოგიკურიცაა, რომ ვილიმ ძველ კადრს ეროვნულ გუნდში კვლავ უხმო. ანზორ მექვაბიშვილი აქამდე ტრავმირებული იყო, საყრდენ ზონაში კი მისი ალტერნატიული ძალა ნაკრებისთვის აუცილებელია. რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, ის არის ფეხბურთელი, რომლის დაბრუნებასაც უკლებლივ ყველა ელოდა, რადგან საბა ამერიკის ლიგაში გასაოცრად გამოიყურება და ვილიმ მას ნდობა მორიგ ჯერზე გამოუცხადა.
ცნობისთვის, საქართველო უკრაინას 16 რიცხვში უმასპინძლებს, 19-ში კი ჩეხეთთან გასვლაზე ითამაშებს.
0
0