12/11/2024
13:23
მსოფლიო
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ, ევროპელი ლიდერები უკრაინის კონფლიქტის სახიფათო ესკალაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
მედვედევის განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსების მიზანი "რუსეთთან კონფლიქტის შეუქცევად ფაზაში გადაყვანაა".
„ზოგადად, გასაკვირია, რამდენად სურს ევროპელი პოლიტიკოსების ამჟამინდელ თაობას ომის საკუთარ ტერიტორიაზე გავრცელება“, - განაცხადა მედვედევმა.
როგორც Reuters-ი წერს, პარიზში გამართულ მოლაპარაკებებზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კეირ სტარმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს კიევის მიმართ მხარდაჭერა, ხოლო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა არ განიხილონ წინასწარ, თუ როგორ მოაგვარებს ტრამპი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს.
0
0