07/11/2024
22:50
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს არჩევნებში დემოკრატიული პარტიის დამარცხებასა და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით მიმართა.
ბაიდენმა თქვა, რომ მიულოცა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება და ხაზი გაუსვა, რომ 20 იანვარს ხელისუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაცემა დემოკრატიის საფუძველია.
„ჩვენ ვეთანხმებით არჩევანს, რომელსაც ქვეყანა აკეთებს. თქვენ არ შეგიძლიათ შეიყვაროთ თქვენი ქვეყანა მხოლოდ მაშინ, როდესაც გაიმარჯვებთ, არ შეიძლება გიყვარდეთ თქვენი მეზობელი მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ეთანხმებით, ”- აღნიშნა ბაიდენმა.
პრეზიდენტის თქმით, ამერიკის საარჩევნო სისტემა არის პატიოსანი, სამართლიანი და გამჭვირვალე და მას შეიძლება ენდო. „მარცხი გარდაუვალია, მაგრამ დანებება მიუტევებელია“, - თქვა ბაიდენმა.
0
0