ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომელსაც ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება დაევალება - Fox News
13/11/2024
20:35
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომელსაც ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება დაევალება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ნახავთ ძალიან მაღალი თანამდებობის წარმომადგენელს, დიდი სანდოობის მქონე ადამიანს, რომელსაც დაევალება გამოსავლის პოვნა, მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა. ამას მალე ნახავთ,” - განაცხადა გამოცემის წყარომ.
აღინიშნება, რომ ეს ანაზღაურებადი სამუშაო არ იქნება.
ცნობისთვის, 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით უკრაინაზე სპეციალური წარმომადგენლის ვალდებულებებს კურტ ვოლკერი ნებაყოფლობით ასრულებდა.
0
0
77
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%