14/11/2024
15:11
მსოფლიო
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ექსპერტების შეფასებით, ტრამპის ინაუგურაციის წინ, კრემლი ახლა უკრაინასთან ნებისმიერი პოტენციური „სამშვიდობო“ მოლაპარაკების პირობის კარნახს ცდილობს.
„ის მანერა, რომლითაც კრემლი მოლაპარაკებების პირობების განსაზღვრას ცდილობს, მკაფიოდ მიანიშნებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელი რჩება, რომლებიც კვლავ უკრაინის სრულ კაპიტულაციას უტოლდება. [ბაიდენის] გუნდს თუ შევადარებთ, არ ჩანს, რომ კრემლი უფრო მზადაა ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან დათმობაზე წასასვლელად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას გუშინდელი განცხადება, რომ "მშვიდობის" მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დასავლეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კვლავ ამტკიცებს, რომ დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარება, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებების წინაპირობად ჩაითვლება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც იმავეს ამტკიცებს და ინარჩუნებს უკრაინის ტოტალური კაპიტულაციის მიზანს, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის ივნისში მკაფიოდ ჩამოაყალიბა. ზახაროვასა და ლავროვის განცხადებები ასევე ძირს უთხრის პუტინის ბოლოდროინდელ მცდელობებს, გამოიჩინოს ინტერესი აშშ-რუსეთის ურთიერთობების „აღდგენის“ მზადყოფნაში აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, და არსებულ მდგომარეობას წარმოაჩენს ისე, რომ პუტინი თვლის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კრემლის ინტერესებს თავისთავად დაემორჩილება. კრემლი მას რაიმე დათმობაზე წასვლას არც შესთავაზებს“, - განაცხადეს ექსპერტებმა.
0
0