04/11/2024
14:42
მსოფლიო
„აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მის კონკურენტთან - „დემოკრატების“ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან შედარებით, პრეზიდენტობისთვის ნამდვილად უკეთესი არჩევანია,“ - წერს Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი/სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი.
ჰეილიმ ამომრჩევლებს ორივე კანდიდატის პოლიტიკური იდეების გაცნობიერებისკენ მოუწოდა, სადაც, მისივე თქმით, ნათლად ჩანს, რომ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის საუკეთესო ვარიანტია.
”მე არ ვეთანხმები ტრამპს 100%-ით, თუმცა, ძირითადად, ვიზიარებ მის იდეებს, ჰარისს კი თითქმის არ ვეთანხმები. ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ ახერხებს ყველაფრის სწორად განხორციელებას. გადასახადების, დანახარჯების, ინფლაციის, იმიგრაციის, ენერგეტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ტრამპის იდეებს ვემხრობი, რომლებიც საკმაოდ განსხვავებულია საპრეზიდენტო კანდიდატ ჰარისის ინიციატივებისგან. ბაიდენ-ჰარისის მიერ განსაზღვრულმა დღის წესრიგმა მსოფლიო ბევრად უფრო საშიში გახადა.
ჩვენი სამხრეთი საზღვარი უსაფრთხოებისთვის ყველაზე მწვავე საკითხს წარმოადგენს; ბაიდენმა და ჰარისმა კი ეს კიდევ უფრო გაამწვავეს. მათმა უუნარობამ ავღანეთში ახალი ტერორისტული სახელმწიფოს შექმნა განაპირობა, ასევე მათმა სისუსტემ გამოიწვია რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ირანის მიმართ მათმა სიმშვიდემ ეს დესპოტური რეჟიმი გააძლიერა და გაათამამა, რაც დასტურდება [ირანის] მიერ წაქეზებული ტერორისტული მარიონეტების მეშვეობით ისრაელთან ომის გაგრძელებით. ჩინეთის მიმართ [აშშ-ის] ადმინისტრაციის სისუსტემ განაპირობა კომუნისტური ძალაუფლების გაფართოება. ეს არის სურათი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ბაიდენ-ჰარისის წარუმატებლობამ განსაზღვრა.
ჩემი აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია განსხვავებული იქნება. ეს არ იქნება სრულყოფილი, თუმცა ვეთანხმები ტრამპს, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს, გაძლიერდეს ამერიკელების ოჯახები, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ნაკლებად დამოკიდებულნი უნდა გავხდეთ უცხოურ ენერგიაზე“, - სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა კვირას The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
0
0