11/01/2025
10:33
სამართალი
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თანასოფლელები იყვნენ. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
გარდაცვლილი ახალგაზრდები რეზი ფირცხალავა და დათო გაგნიძე არიან. ისინი თანასოფლელები იყვნენ.
"საშინელი ტრაგედია ტრიალებს... გარდაცვლილი ახალგაზრდები თანასოფლელები არიან. რეზი და და დათო, ორივე კარგი ადამიანი იყო",- განაცხადეს “სფეისნიუსთან” ადგილობრივებმა.
რა გახდა ავარიის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
0
0