თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს
13/01/2022
13:39
სხვადასხვა
A-
+A
თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი,- ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სააკაშვილს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში მყოფი საზოგადოებისკენ კი არა, მის მხარეს მიტრიალებულიყო.
სააკაშილის თქმით, მისი გადასაწყვეტია, ვის მიმართავს.
„მე გადავწყვეტ, ვის მივმართო, მივმართავ ქართველ ხალხს, თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს.
არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. ვაპირებ შევხედო თვალებში ქართველ ხალხს“, - მიმართა სააკაშვილმა მოსამართლეს.
ამასთან, მას შემდეგ, რაც მოსამართლის პოზიციების დაცვა პროკურორმა სცადა, სააკაშვილმა ბრალდების მხარის მისამართითაც გააკეთა განცხადება: „ჩემთვის არავინ ხართ. მივმართავ ქართველ ხალხს, რომელის წინაშეც წარვდექი, ვერავინ გამაწყვეტინებს და თუ გამაწყვეტინებთ, ამაზე პასუხს გაგცემთ ქართველი ხალხი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ამჯერად პროკურორის მისამართით.
0
0
527
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%